სამოდელო გაკვეთილის გეგმა
საგანი:ქართული
ენა და ლიტერატურა
ჩატარების ადგილი
და თარიღი: 4.03.2019
სწავლების საფეხური/კლასი/-
დაწყებითი/IVბ
მოსწავლეთა პროფილი:
21 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე-2 (საშუალო ინტელექტუალური დარღვევა)
გაკვეთილის ტიპი:
პრობლემაზე ორიენტირებული
გაკვეთილის თემა:
სულხან-საბა ორბელიანის „ენით
დაკოდილი“
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები მოისმენენ და ნახავენ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის მიხედვით შექმნილ
ანიმაციურ ფილმს „ენით დაკოდილი“.იმსჯელებენ
თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა თუ გამოხატული
ემოცია,შეაჯამებენ მიღებულ ცოდნას, გამოკვეთენ განსხვავებული თვისებების მქონე ადამიანებთან
ურთიერთობისას დაკავშირებულ პრობლემას და შეიმუშავებენ მისი გადაჭრის
ალტერნატიულ გზებს.განუვითარდებათ ანალიზის, მსჯელობის, ალტერნატიული გზების ძიების
უნარ-ჩვევა.
გაკვეთილის მიზანი სსსმ მოსწავლისთვის: მოსწავლეები
შეძლებენ მხატვრული ტექსტის გაგება-გაანალიზებას,კითხვებზე პასუხის გაცემას 2-3სიტყვიანი
წინადადებით
კავშირი სტანდარტთან:ქართ.დაწყ.(I)3.მოსწავლემ
უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების
მიმართ: მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის , მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი
თვალსაზრისის ახსნა.
Ø აფასებს
გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას
Ø უკავშირებს
პერსონაჟის მოქმედებას პირად ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციას.
Ø ქართ.დაწყ.(I)13.მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების
შექმნა ნაცნობ თემატიკაზე
Ø ადგენს
აღწერით ტექსტებს,ცდილობს მნიშვნელოვანი დეტალების წარმოჩენას.
სსსმ მოსწავლე:ქართ.დაწყ.(I)7. (მოდიფიცირებული)მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა
ტიპის მარტივი ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება..ტექსტში
ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის (მაგ.ილუსტრაციისა და ტექსტის)
დაკავშირება.
Ø ასახელებს
ნაწარმოების მოქმედ პირებს
Ø აკვირდება
პერსონაჟთა ქცევას, მოქმედებას, თვისებებს და დაკვირვების საფუძველზე გამოაქვს სათანადო
დასკვნა მათი აზრების, განზრახვების და განცდების შესახებ.
Ø ტექსტში
მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს გამოცდილებასთან
გაკვეთილის აქტუალობა:ადამიანები
ხშირად გამოხატავენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას სხვა ადამიანის მიმართ, ისე რომ არც კი უფიქრდებიან
თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს თავიანთ ნათქვამს.სწორედ, ამით ირღვევა მეგობრობა, ყალიბდება
ნეგატიური ურთიერთობები. ასეთი აზროვნება ხშირად თავს იჩენს ბავშვობის ასაკიდან. ჩვენი ვალია, ვასწავლოთ ბავშვებს,
რომ მხარეებმა დადებითად აღიქვან და დააფასონ ერთმანეთს შორის არსებული განსხვავებები.მოსწავლეებმა
კრიტიკულად შეხედონ თავიანთ საქციელს, დაუკვირდნენ საკუთარ ლექსიკას, რომელიც შეიძლება
გახდეს მეგობრებს შორის განხეთქილების მიზეზი.
N
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
|
კლასის ორგანიზ.ფორმა/ ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
აქტივობის შედეგი
|
1
|
გაკვეთილის მიზნისა და შეფასების ფორმის/კრიტერიუმების გაცნობა რუბრიკა, რომელიც გაკრულია ოთახში თვალსაჩინო ადგილას/(დანართი 1)
|
ვერბალური მეთოდი
|
მთელი კლასი
|
შეფასების კრიტერიუმები
|
2წთ
|
მოსწავლეები
განეწყობიან გაკვეთილისთვის
|
2
|
გონებრივი
იერიში:
მასწავლებელი მონიტორით აჩვენებს ბავშვების
ემოციების ამსახველ სიტუაციურ ფოტოებს (დანართი2)და სთხოვს მოსწავლეებს,სოციალური
მინიშნებები წაიკითხონ ეფექტურად და დააფიქსირონ
გრაფიკული სიცილაკების საშუალებით,
რომლებიც წინასწარ ექნებათ ფერადი ქაღალდებისგან მომზადებული. ფოტოს შესაბამისი ემოციის გამომხატველი „სიცილაკი“
ასწიონ და სახეზე მიიღონ შესაბამისი გამომეტყველება.მასწავლებელი მათ „მაღლა
აწეული ცერის საშუალებით“ეთანხმება, ან პირიქით.
შემდეგ
მოსწავლეები ისაუბრებენ, თუ რას გრძნობდნენ, როდესაც მსგავს განწყობაზე
იყვნენ.რამ განაპირობა მათი ასეთი განწყობა?
სსსმ
მოსწავლე:
1:როგორ ფიქრობ, რა ემოცია აქვს ფოტოზე გოგონას?
შეგიძლია მიიღო შესაბამისი გამომეტყველება?
2. როგორ ფიქრობ რა ემოცია აქვს ბიჭუნას ამ ფოტოზე?
|
ავერბალური მეთოდი
არვერბალური მეთოდი
|
ინდივიდუალური
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი,
მონიტორი,
„გრაფიკული სიცილაკები“(მოწონება, სიყვარული,
მხიარული, მოწყენილი)
კომპიუტერი
მონიტორი
|
4წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ არავერბალური კომუნიკაციის სათანადო
გამოყენებას
სსსმ.მოსწავლე
შეძლებს ემოციების გამოხატვას არავერბალური გზით და
ემოციების გამოცნობას
|
3
|
ახალი
მასალის ახსნა
მასწავლებელი უჩვენებს სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის
მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმს „ენით დაკოდილი“
სსსმ მოსწავლე:
ადევნებენ
თვალს ფილმს.
|
დემონსტრირების მეთოდი
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი
მონიტორი
ლინკი ინტერნეტში:
|
4წთ
|
მოსწავლეები
ვიზუალურად დაინახავენ პრობლემის არსს.
სსსმ მოსწავლეებისთვის
თვალსაჩინო გახდება სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური
|
4
|
მოთხრობის
რუკის შევსება
მოსწავლეს აქვს მერხზე იგავის ტექსტი.(დანართი 3)მოსწავლეები
კითხულობენ დამოუკიდებლად ამ იგავ-არაკს აფიქსირებენ დაფაზე თავიანთ ემოციას „სმაილიკების“ საშუალებით და
ავსებენ მოთხრობის რუკას.(დანართი 4)
სსსმ
მოსწავლე:
1: მასწავლებლი ბუკში უჩვენებს ილუსტრაციებს იგავ-არაკიდან,(დანართი 5)
იგავ-არაკის ტექსტს და მოთხრობის რუკის ადაპტირებულ ვერსიას.(დანართი 6)ალექსი
მასწავლებლის დახმარებით ავსებს სქემას
და აფიქსირებს განწყობას სმაილიკის საშუალებით.
2:
მასწავლებლი აძლევს ამობეჭდილ ილუსტრაციას
იგავ-არაკიდან,ა(დანართი 5) იგავ-არაკის ტექსტს და მოთხრობის რუკის მისთვის
ადაპტირებულ ვერსიას(დანართი6).ნინო
მასწავლებლის დახმარებით ავსებს
სქემას და აფიქსირებს განწყობას სმაილიკის საშუალებით.
|
კოგნიტური სქემები
|
ინდივიდუალური
მუშაობა წყვილებში
|
იგავ-არაკი „ენით დაკოდილი“.
„გრაფიკული სიცილაკები“
„მოთხრობის რუკა“-შაბლონი
ბუკი
იგავ-არაკი „ენით დაკოდილი“-ნაბეჭდი ტექსტი
„მოთხრობის რუკა“-შაბლონი,“სიცილაკები“
|
5წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ, გამოკვეთონ ტექსტში წამოჭრილი პრობლემა, გამოხატონ
განწყობა სმაილიკის საშულებით, და ამ პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ გზის
დაფიქსირებას.
შეძლებენ
მასწავლებლის
დახმარებით მათთვის ადაპტირებული
„მოთხრობის რუკის შევსებას“და წაკითხულის მიმართ განწყობის გამოხატვას.
|
5
|
ნამუშევრების განხილვა
სურვილისამებრ რამდენიმე მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს კლასის წინაშე
სსსმ
მოსწავლე:
1. კლასს წარუდგენს თავის ნამუშევარს
2. კლასს წარუდგენს თავის ნამუშევარს
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
„მოთხრობის რუკა“
მოდიფიცირებული „მოთხრობის რუკა“.
|
5წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ
მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემის შესახებ საუბარს, გაამყარებენ ვარაუდებს სათანადო
არგუმენტებით
სსსმ მოსწავლე შეძლებს
ადაპრირებული „მოთხრობის რუკის“ შევსებას ილუსტრაციების დახმარებით.
|
6
|
ინტერვიუ
სამი ნაბიჯი
იგავ-არაკში არსებული პრობლემა „მოთხრობის რუკის“ დახმარებით,
ბავშვების მიერ გამოკვეთილია და დაფიქსირებულია დაფაზე. მასწავლებელი უკითხავს ამ
აქტივობის ინსტრუქციას,აცნობს მიზანს:მოიძიონ ამ პრობლემის მოგვარების
ალტერნატიური გზები. მოსწავლეებს ეძლევათ დრო დამოუკიდებელი მუშაობისთვის, რათა მოიფიქრონ
კითხვები ამ პრობლემის ირგვლივ.
კლასი ნაწილდება სამკაციან ჯგუფებად.თითოეულ
ჯგუფში არის:ინტერვიუერი,რესპოდენტი დადამკვირვებელი.ინტერვიუერის ამოცანაა,
გაიგოს რესპოდენტისგან იგავ-არაკში წამოჭრილი
პრობლემის მოგვარების ალტერნატიული გზები, რასაც ინიშნავს დამკვირვებელი.
ასე მეორდება წრეში.ინტერვიუერმა უნდა გაითვალისწინოს ინტერვიუს ჩამორთმევის
წესები(დანართი7).
ბოლოს ერთიანდებიან ექვსკაციან ჯგუფებად, მათ
შორის ყველა იყო დამკვირვებელი. ისინი გააცნობენ ჯგუფის წევრებს თავიანთ ჩანაწერებს
და შეთანხმდებიან ერთზე.
აქტივობა
სსსმ მოსწავლისათვის:
ჯგუფს უერთდება მასწავლებელი. მათ ტექსტს
აკითხებს ჩუმად დამოუკიდებლად, შემდეგ გაგრძელებებით. ტექსტის უკეთ გაგების მიზნით ჩუმად
ჩურჩულით უსვამს შეკითხვებს:
მათ თუ შექმნიათ მსგავსი პრობლმები?
როგორ გადაჭრიდნენ ამ პრობლემას თავად?
|
კაგანის მოდელი
|
მუშაობა ტრიადებში
|
თაბახის ფურცლები, კალამი,
ტაიმერი
|
10წთ
|
ყველა მოსწავლე შეძლებს ჩამოაყალიბოს პრობლემის მოგვარების საკუთარი ხედვა,
მოხდება ჯგუფში ალტერნატიული გზების განხილვა, შეჯამება და საუკეთესოს არჩევა.
მოსწავლე შეძლებს
ტექსტის გარშემო საანალიზო კითხვებზე პასუხის გაცემას 2-3 სიტყიანი მარტივი
წინადადებებით
|
7
|
ნამუშევრების წარდგენა
შეჯამება-შეფასება.
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური
|
რეფლექსიის შაბლონი
|
3წთ
|
მოსწავლე შეძლებს ინფორმაციის
შეჯამება ,შეფასებას
|
8
|
„ერთი
ყველასათვის, ყველა ერთისათვის
მოსწავლეები
საღებავებიანი ხელებით აფიქსირებენ გაშლილ ხელისგულს წინასწარ გამზადებულ
თაბახის ფურცელზე, რომელზეც მზეა გამოსახული წარწერით:“ერთი ყველასათვის, ყველა
ერთისათვის“.
სსსმ
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში
|
დემონსტრირება
|
ჯგუფური
|
თაბახი
გუაშის საღებავები
|
2წთ
|
მოსწავლეები შეძლებენ თანასწორობის,
ერთად დგომის შედეგების გააზრებასა და რესურის შექმნას.
|
|
საშინაო დავალება:“პირზე მომდგარსა სიტყვასა განა
ყველაფერს თქმა უნდა“
სსსმ
მოსწავლე:
1.:მასწავლებელი ჩაუტვირთავს ბუკში ვიდეოს:“სამი
ჯადოსნური სიტყვა“.მოსწავლეს ევალება მოუსმინოს სიმღერას და რვეულში ჩაიწეროს
ჯადოსნური სიტყვები და მისი გამოყენებით შეადგინოს წინადადებებ
2:მასწავლებელი ჩაუტვირთავს ბუკში ვიდეოს:“სამი
ჯადოსნური სიტყვა“.მოსწავლეს ევალება მოუსმინოს სიმღერას და დაიმახსოვროს და
შეადგინოს 2-3 სიტყვიანი წინადადებები
|
|
მთელი კლასი
|
ლინკი ინტერნეტში
ბუკი, მეხსიერების ბარათი
|
2წთ
|
საშინაო დავალება:“პირზე მომდგარსა სიტყვასა განა
ყველაფერს თქმა უნდა“
სსსმ
მოსწავლე:
1:მასწავლებელი ჩაუტვირთავს ბუკში ვიდეოს:“სამი
ჯადოსნური სიტყვა“.მოსწავლეს ევალება მოუსმინოს სიმღერას და რვეულში ჩაიწეროს
ჯადოსნური სიტყვები და მისი გამოყენებით შეადგინოს წინადადებები
2:მასწავლებელი ჩაუტვირთავს ბუკში ვიდეოს:“სამი
ჯადოსნური სიტყვა“.მოსწავლეს ევალება მოუსმინოს სიმღერას და დაიმახსოვროს და
შეადგინოს 2-3 სიტყვიანი წინადადებები
|
9
|
შეფასება:
1.
რა მოლოდინით დაიწყეთ მუშაობა?
2.
რა მოგეწონათ ყველაზე მეტად?
3.
ყველაზე უკეთ გამოგვივიდა?
4.
ჩვენთვის რთული აღმოჩნდა.
5.
სიახლე აღმოვაჩინეთ ის რომ...
რა
მოგვცა სამომავლოდ ამ გაკვეთილმა.
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
|
8წთ
|
მოსწავლე შეძლებს
თვითშეფასებასა და მეგობრის შეფასებას.დააკავშირებს გაკვეთილის მნიშვნელობას
დღევანდელობასთან
|
დანართი 1
ჯგუფის წევრის შეფასების სქემა
მოსწავლის შეფასების
რუბრიკა
|
|||
კრიტერირიუმები
|
სანიმუშო
|
კარგი
|
ნაწილობრივ
|
მოსწავლე ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში
|
|
|
|
მოსწავლეს შეუძლია
არავერბალური კომუნიკაციიის სათანადო გამოყენება.
|
|
|
|
მოსწავლე გამოყოფს
არსებულ პრობლემას
|
|
|
|
მოსწავლე სახავს
პრობლემის გადაჭრის გზას
|
|
|
|
მოსწავლეს შეუძლია
საკითხის ირგვლივ მჯელობა და დასკვნის გამოტანა
|
|
|
|
|
სანიმუშო
|
კარგი
|
ნაწილობრივ
|
აქტიურად არის
ჩართული ჯგუფის მუშაობაში
|
|
|
|
ზრუნავს ჯგუფის
მუშაობის ორგანიზებაზე და პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას
|
|
|
|
თანამშრომლობს
და კორექტულია ჯგუფის წევრებთან
|
|
|
|
კარგი მსმენელია
და პატივს სცემს სხვის აზრს
|
|
|
|
იცავს დროის ლიმიტს
|
|
|
|
სსსმ
მოსწავლის შეფასების სქემა
კითხულობს მკაფიოდ
და გარკვევით
|
|
|
|
ამოიცნობს იგავ-არაკის
პერსონაჟებს
|
|
|
|
ტექსტში მოცემულ
ინფორმაციას აკავშირებს გამოცდილებასთან
|
|
|
|
დაკვირვების შედეგად
გამოაქვს დასკვნა პერსონაჟთა აზრებისა და განზრახვების შესახებ
|
|
|
|
დანართი 2
დანართი 3
ენით დაკოდილი
ერთი
კაცი და ერთი დათვი
დაძმობილდნენ. კაცმა დათვი სახლში მიიწვია. დათვი ესტუმრა, თბილად მიესალმა კაცსაც და მის ცოლსაც.გამომშვიდობებისას
კაცმა დათვი გადაკოცნა და თავის ცოლსაც მოსთხოვა, იგივე გაეკეთებინა.ცოლმაც
გადაკოცნა დათვი, მაგრამ კოცნისას ნადირის უსიამოვნო სუნი ეცა , თავი უკან
გადასწია და თქვა,ეს რა ცუდი სუნი ასდის დათვსო.
წავიდა
გულნატკენი დათვი.
გავიდა
დრო. ეს კაცი ტყეში წავიდა და თან ცული
წაიღო ხის მოსაჭრელად.
დათვი
გულიანად შეეგება, თუმცა, ბოლოს დაიჟინა:
– თავზე
ცული დამკარი და დამჭერიო!
კაცმა
იუარა, მაგრამ დათვი არ მოეშვა.
ბოლოს დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა.
დათვი ტყეში წავიდა და კაცი
შინ წამოვიდა.
ერთი თვის
შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. დათვს ჭრილობა შეხორცებული ჰქონდა. დათვმა კაცს უთხრა:
– ძმაო,
შენი ცულით დაჭრილი თავი გამიმთელდა
და შენი ცოლის
ენით დაკოდილი გული კი - არაო...
სულხან-საბა ორბელიანი
დანართი 4
მოთხრობის რუკა
ტექსტის ავტორი-------------------------------------------------------------------------------------------
ტექსტის სათაური---------------------------------------------------------------------------------------------
პერსონაჟები-----------------------------------------------------------------------------------------------------
გარემოებები------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემა
მოვლენები----------------------------------------------------------------------------------------------------------------
პრობლემის გადაწყვეტა
დანართი
5
დანართი 6
მოთხრობის რუკა
დაასახელე
იგავ-არაკის ავტორი-------------------------------------------------------------------------------
დაასახელე
იგავ-არაკის სათაური-----------------------------------------------------------------------------
დაასახელე
პერსონაჟები-------------------------------------------------------------------------------------------
როგორი
ცხოველია დათვი----------------------------------------------------------------------------------------
რა
ურთიერთობაა იგავ-არაკში დათვსა და კაცს შორის?-----------------------------------------------------
დანართი
7
ინტერვიუერი:
. კითხვები გარკვევით უნდა იყოს დასმული;
. კითხვაში არ უნდა ჩანდეს ინტერვიუერის პოზიცია;
. სწორად შეარჩიოს კითხვების თანამიმდევრობა – მნიშვნელოვანია, ინტერვიუ დაიწყოს ღია კითხვებით, რომლებიც გახსნის რესპონდენტს; არ არის სასურველი მნიშვნელოვანი კითხვების ინტერვიუს ბოლოში გადატანა;
რესპოდენტმა უნდა იცოდეს, რომ ინტერვიუსთვის მეტად მნიშვნელოვანია აქტიური მოსმენა.
დამკვირვებელი-ინიშნავს
მხოლოდ ძირითად ინფორმაციას.
დანართი 8
ჯგუფის თითოეული
წევრის თვითშეფასების სქემა
სახელი გვარი---------------------------------------------------
1-დიახ
2-ნაწილობრივ
3-არა
(მონიშნე შესაბამისი უჯრა)
|
1
|
2
|
3
|
იყავი თუ არა მზად
ჯგუფში მუშობისთვის?
|
|
|
|
დროულად და კარგად შეასრულე
შენზე დაკისრებული მოვალეობა?
|
|
|
|
გააკეთე ან თქვი ისეთი რამ ,რაც შენს ჯგუფს დაეხმარა სამუშაოს
შესრულებაში?
|
|
|
|
იყო თუა არა რამე ხელისშემშლელი ფაქტორი?
|
|
|
|
შემდეგი ჯგუფურ შემდეგი ჯგუფური
მუშაობის დროს შეცვლიდი თუ არა რამეს?
|
|
|
|
No comments:
Post a Comment