ქართული ანბანი

წარმომავლობა
ქართული ენის წარმოშობის შესწავლას, უძველეს დროში გადავყავართ. ქართული ენის ასოებისა და ჩვეული ნიშანთვისებების გაუთავებელი შედარებით ამა თუ იმ უძველეს ენასთან და ამ შედარებებისგან გამოტანილი დასკვნების თანახმად, ქართული ენა მიიჩნევა უძველესი “ქართველური ენის” შთამომავლად. ზემოთხსენებული ენა კი ჩვ.წ-მდე 2000 წლით თარიღდება. ძველ ენათა სწავლულების თანახმად, ქართველური ენა მოგვიანებით გაიყო ორ ნაწილად, სვანური და ქართული, რომელიც მოგვიანებით გაიყო 3 ნაწილად: მეგრული, ლაზური და ქართული. ისტორიული ფაქტების მიხედვით, ქართული ენის შემდგომი ნაკვალები ჩვ.წ-მდე მე-3 საუკუნეში ჩანს, ფარნავაზის მეფობის პერიოდში. სწორედ ფარნავაზის დროს, შეიქმნა პირველი ქართული ანბანი(ასომთავრული). ანბანის შექმნასთან დაკავშირებით არსებობს ლეგენდა, რის მიხედვითაც ფარნავაზმა ნახა ხილვა, სადაც მის წინაშე მონაცვლეოდნენ ასოები.
ასომთავრული ანბანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზეც. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი შუშანიკის წამება, რომელიც თარიღდება მე-5 საუკუნით.
ამ ტიპის ანბანი დიდი ხნის მანძილზე დარჩა ხმარებაში, მაგრამ მე-9 საუკუნეში ქართულ ენაში შემოვიდა ნუსხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ნუსხური მე-9 საუკუნიდან შემოდის, პირველი ნიმუშები მე-10 საუკუნეში გვხვდება. ეს ნიმუშები მოიცავს კიდევ ერთ ჰაგიოგრაფიულ ძეგლს “აბო ტფილელი”.
მე-11 საუკუნეში ქართული დამწერლობა კიდევ ერთხელ, ამჟამად ბოლოჯერ, შეიცვალა მხედრულით. მხედრული გამოდგა სხვა ყველა დამწერლობაზე სრულყოფილი. მხედრულის სრულყოფილება გამოიხატება მის შედარებით სიმარტივესა და ეკონომიურობაში. ამ ტიპის ანბანში ასოების რაოდენობა ემთხვევა ბგერების რაოდენობას, რაც მას მნიშვნელოვნად ამარტივებს. მხედრულს ანუ ქართულ ანბანს არანაირი მსგავსება გააჩნია სხვა ენებთან, უფრო მეტიც, იგი არის მსოფლიოშო არსებული 14 დამწერლობიდან ერთ-ერთი.

No comments:

Post a Comment